ღვინო ჩვენი, მომენტი თქვენი

ჩვენს შესახებ

ალაზნის ველი წითელი

წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო მზადდება მაღალი ხარისხის საფერავის ჯიშის ყურძნისგან. აქვს მუქი ბროწეულისფერი შეფერილობა, ახასიათებს რბილი, ცინცხალი და ჰარმონიული გემო, არომატში იგრძნობა მაყვლისა და ალუბლის ტონები.

ალკოჰოლი: 12,5%

ყურძნის ჯიში: საფერავი 100%

რეკომენდირებული კერძები: საქონლისა და ცხვრის ხორცი, ხილი, ხილის ნამცხვარი.

ალაზნის ველი თეთრი

თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო მზადდება მაღალი ხარისხის რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა, ახასიათებს რბილი, ცინცხალი და ჰარმონიული გემო, არომატული ვარიაცია ტკბილი ხილის, ნესვისა და მსხლის ტონებს შორის.

ალკოჰოლი: 12,5%

ყურძნის ჯიში: რქაწითელი 100%

რეკომენდირებული კერძები: ცივი დესერტები, სხვადასხვა სახეობის ყველი, ზღვის პროდუქტები, ნატურალური ნაყინი ხილის ასორტით.

მუკუზანი

ადგილწარმოშობის წითელი მშრალი ღვინო მზადდება მაღალი ხარისხის საფერავის ჯიშის ყურძნისგან, აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა, მაღალი ექსტრაქტულობა, მკვრივი, მკაფიოდ გამოხატული მუხის ტონები.

ალკოჰოლი: 13%

ყურძნის ჯიში: საფერავი 100%

რეკომენდირებული კერძები: ხორცეული, ყველი გაუდა, სულგუნი, მწვადი, ხინკალი, პაელა, ლაზანია, ბოსტნეული გრილზე.

ქისი

თეთრი მშრალი ღვინო მზადდება მაღალი ხარისხის ქისის ჯიშის ყურძნისგან, აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა, მსუბუქი გემო და განუმეორებელი არომატი ხილისებრი ტონებით. შესანიშნავი აპერიტივი.

ალკოჰოლი: 12,5%

ყურძნის ჯიში: ქისი 100%

რეკომენდირებული კერძები: ყველი კონტე, პარმეზანი, ორაგულის კარპაჩო, საცივი, ფხალი, ზღვის პროდუქტები, ხაჭაპური.

ფიროსმანი წითელი

წითელი ნახევრადმშრალი ღვინო მზადდება მაღალი ხარისხის საფერავის ჯიშის ყურძნისგან, აქვს მუქი ბროწეულისფერი შეფერილობა, სასიამოვნო, ტკბილი, ჰარმონიული გემო და ცინცხალი არომატი ხილის ტონებით.

ალკოჰოლი: 12,5%

ყურძნის ჯიში: საფერავი 100%

რეკომენდირებული კერძები: სხვადასხვა სახეობის ყველი, მსუბუქი სალათი, მარილიანი ორცხობილა.

ფიროსმანი თეთრი

თეთრი ნახევრადმშრალი ღვინო მზადდება მაღალი ხარისხის რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, აქვს ჩალისფერი შეფერილობა, სასიამოვნო, მოტკბო გემო და ცინცხალი დაბალანსებული მჟავიანობა.

ალკოჰოლი: 12,5%

ყურძნის ჯიში: რქაწითელი 100%

რეკომენდირებული კერძები: ზღვის პროდუქტები, სალათი, სხვადასხვა სახეობის ყველი.

ახაშენი

ადგილწარმოშობის წითელი ნახევრადტკბილი ღვინო მზადდება მაღალი ხარისხის საფერავის ჯიშის ყურძნისგან, აქვს მუქი ბროწეულისფერი შეფერილობა, სასიამოვნო გემო და მსუბუქი არომატი შოკოლადისებრი ტონებით.

ალკოჰოლი: 12,5%

ყურძნის ჯიში: საფერავი 100%

რეკომენდირებული კერძები: სალათები ხორცეულით, ბრუსკეტი, ხილი, დესერტები, ქლიავის პანაკოტა.

რქაწითელი

თეთრი მშრალი ღვინო მზადდება მაღალი ხარისხის რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, აქვს ჩალისფერი შეფერილობა, მსუბუქი, ჰარმონიული გემო და სასიამოვნო არომატი ხილისებრი ტონებით. შესანიშნავი აპერიტივი.

ალკოჰოლი: 12,5%

ყურძნის ჯიში: რქაწითელი 100%

რეკომენდირებული კერძები: ფრინველის ხორცი, სალათი, სხვადასხვა სახეობის ყველი, თევზეული, კალმარი, კრევეტები, თევზი ქინძმარში.

ხვანჭკარა

ადგილწარმოშობის წითელი ნახევრადტკბილი ღვინო მზადდება მაღალი ხარისხის ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნებისგან, აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა, ჰარმონიული, ჯიშური არომატი ჟოლოს ტონებით.

ალკოჰოლი: 12,5%

ყურძნის ჯიში: ალექსანდროული 50% მუჯურეთული 50%

რეკომენდირებული კერძები: რაჭული ლორი, ლობიანი, ტკბილეული, თაფლი, ხილი, ფახლავა, ჩურჩხელა, ფელამუში.

წინანდალი

ადგილწარმოშობის თეთრი მშრალი ღვინო მზადდება მაღალი ხარისხის რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან, აქვს ჩალისფერი შეფერილობა, ჰარმონიული გემო, დაბალანსებული მჟავიანობა და შესანიშნავი არომატი ხილისებრი ტონებით.

ალკოჰოლი: 12,5%

ყურძნის ჯიში: რქაწითელი 85% კახური მწვანე 15%

რეკომენდირებული კერძები: სხვადასხვა სახეობის ყველი, ზღვის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, ხაჭაპური.

ქინძმარაული

ადგილწარმოშობის წითელი ნახევრადტკბილი ღვინო მზადდება მაღალი ხარისხის საფერავის ჯიშის ყურძნისგან, აქვს მუქი ბროწეულისფერი შეფერილობა, ჰარმონიული, ხავერდოვანი გემო და ჯიშური არომატი.

ალკოჰოლი: 12,5%

ყურძნის ჯიში: საფერავი 100%

რეკომენდირებული კერძები: სტეიკი, ყველი გაუდა, ხორცეული, თხილეული, ხბოს ხორცი, ჩახოხბილი, ხილი, ფელამუში, ჩურჩხელა.

საფერავი

წითელი მშრალი ღვინო მზადდება მაღალი ხარისხის საფერავის ჯიშის ყურძნისგან, აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა, მკვრივი, ჰარმონიული გემო და მკაფიოდ გამოხატული ჯიშისთვის სახასიათო არომატი.

ალკოჰოლი: 13%

ყურძნის ჯიში: საფერავი 100%

რეკომენდირებული კერძები: ხორცეულის ასორტი, სხვადასხვა სახეობის ყველი, ცხვრის მწვადი, აფხაზურა, ხორცი გრილზე, ხინკალი, წითელი ლობიო.

ტვიში

ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო. ცოლიკოურის ჯიში. ღია ჩალისფერი, ხილის ტონები, ჯიშური არომატი, სასიამოვნო სიტკბო.

ალკოჰოლი: 11,5%

ყურძნის ჯიში: ცოლიკოური 100%

რეკომენდირებული კერძები: ტკბილეული, ხილი.

ოჯალეში

წითელი ნახევრად ტკბილი. ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, ნაზი ბუკეტით და მდიდარი ჰარმონიული გემოთი. სასიამოვნო სიტკბო და და დაბალანსებული მჟავიანობა.

ალკოჰოლი: 12%

ყურძნის ჯიში: ოჯალეში 100%

რეკომენდირებული კერძები: შემწვარი ხორცი, ყველი, ტკბილეული.

გალერეა

Polish Market Representative:

Katarzyna Wiewiora

k.wiewiora@pwinery.ge

+351 91 3322476